- 494
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024). საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია), ახალგაზრდული ნაკრები – ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში (აგვისტო, მოლდოვა) და ძირითადი ნაკრები – მსოფლიოს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბების წერის ტექნიკებს და ფოტოჟურნალისტიკას. ასევე ტრენიგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა. IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი დახმარება სისხლდენების დროს. მასტერკლასის მეორე დღეს ჩატარდა OSCE-ის სცენარებით გავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება. 10 საუკეთესო
2024 წლის 30 აპრილს გამოიცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი (გამოცემა 8, N1) “ტექნიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები (JTST)”; ჟურნალის მიზანია ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა; ჟურნალის ახალ ნომერში წარმოდგენილია როგორც შავი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” უფასო ტრენინგს უმასპინძლა. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს, მის მნიშვნელობასა და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო