- 10/06/2024
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 187
- 0
‘სასტუმრო მენეჯმენტის’ კურსის ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ ახლად გახსნილ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს -‘Paragraph Freedom Square, a Luxury Collection.’ სტუდენტებმა შეაფასეს უმაღლესი კლასის სასტუმრო და შეადარეს განსხვავებული კლასიფიკაციის მქონე თბილისში არსებულ უკვე ნანახ სასტუმროებს.
IBSU-ს ასისტენტ-პროფესორმა, ნატო ფაჩუაშვილმა მისი სადებიუტო წიგნის “წიგნებში მოხეტიალე” პრეზენტაცია გამართა. ავტორმა ისაუბრა წიგნის მთავარ გზავნილებზე და წაიკითხა ამონარიდები წიგნიდან. პრეზენტაციის დამსწრეები ჩაერთნენ ლიტერატურულ დისკუსიაში, მოისმინეს მკითხველების შთაბეჭდილებები და ფრაგმენტები აუდიო წიგნიდან, რომელსაც ახმოვანებს ბრიტანელი გამხმოვანებელი Amazon–ის, iTune-ისა და Audible–ის პლატფორმებისთვის. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ინტერაქტიური ლიტერატურული ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ავტორმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. ბოლო ხუთი წლის ტოპ-15 ყველაზე გავლენიან სტატიებს შორის კი მოხვდა “Macroeconomic Determinants of Household Consumptions in Georgia” და “Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China,” რომლის ავტორები არიან IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი და თენგიზ თაქთაქიშვილი.
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ქრისტინა ჩირკოვა, რომელიც გაცვლითი პროგრამით კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის მოულოდნელი თავგადასავალი იყო. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ პირველივე ცდაზე მოვიგებდი გრანტს და მომეცემოდა კანარის კუნძულებზე გამგზავრების შანსი. კონკურსში გამარჯვება ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ შესანიშნავმა მოგზაურობამ შანსი მომცა გავცნობოდი ახალ კულტურას, შეხედულებებსა და ცხოვრების გზებს. შევიძინე საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გამართა, რომელშიც თბილისის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დებატებში გაიმარჯვა თბილისის 180-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც სამართლისა და სახელმწიფო სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, კახა შენგელია და IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (IRO) ხელმძღვანელი, ნინო ჩალაბაშვილი დაესწრნენ NAFSA 2024-ს, მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია/გამოფენას, რომელიც ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში გაიმართა. NAFSA-ს ყოველწლიური კონფერენცია/გამოფენა აერთიანებს ათასობით პროფესიონალს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და მოიცავს საერთაშორისო განათლების მიმართულებით მრავალფეროვან, ინოვაციურ პროგრამებს, პროდუქტებსა და სერვისებს. განათლების ექსპერტებს საშუალება აქვთ გაეცნონ