• IBSU-ს პრორექტორმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

    IBSU-ს პრორექტორმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

    IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძისა და გიორგი ხუჭუას შემადგენლობით. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Crossfire (საბა შუბლაძე, იაკობ გასიტაშვილი, ბადრი ხეთერელი), ხოლო მესამე ადგილი გუნდმა Green FN (ანრი აბულაძე, გიორგი ბასიშვილი, ლუკა ღვინაშვილი). ტურნირი,

  • ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

    ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის (თანაავტორი ნანა ახალაია) საავტორო სახელმძღვანელოს – ,,მდგრადი MICE (საქმიანი) ტურიზმის მენეჯმენტი” პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელები და დამსაქმებლები. ქართულენოვანი სახელმძღვანელო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.    

  • IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა

    IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა და გამარჯვებული მოსწავლეები ბრენდირებული საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის ფინალურ შეხვედრას დაესწრო სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს უძღვებოდა IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე ღიბრაძე. IBSU-ს სტუდენტური პროექტი მიზნად ისახავს: მონაწილეებს გააცნოს სასამართლო პროცესის სტრუქტურა; განუვითაროს სამართლებრივი მსჯელობისა და

  • IBSU-მ ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    IBSU-მ ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. პოლონეთის ქალაქ ტორუნში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ჟურნალისტიკის, მედიის კვლევების, პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და კულტურის კვლევების მიმართულებებით; ასევე სპეციალიზებულ პროგრამებს პრაქტიკული უნარების შესაძენად თანამედროვე კომუნიკაციის, ეთიკური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებით.

  • IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

    IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა სექციას, მათ შორისაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესი

  • IBSU-ს თანასწორობის კლუბმა ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

    IBSU-ს თანასწორობის კლუბმა ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბმა უმასპინძლა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის. ღონისძიებაზე -“Europe and Us: Equality, Core Values, and a Vision for Tomorrow” – განიხილეს შემდეგი თემები: ევროპული ღირებულებები და საქართველოს მომავალი; თანასწორობა და ინკლუზია — ევროკავშირის სტანდარტები და ადგილობრივი გამოწვევები; სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიის განმტკიცებაში; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა სტუდენტების შეკითხვებსაც

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES