- 321
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ფინანსური მართვის ჯგუფს (FMG) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესის, სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებს დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებაში, მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სტაჟირების შესაძლებლობების მიღებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა. ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ. ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან ლიდერის პოზიციებზე და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან “სახლი.” მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით. ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობადობის ამაღლებასა და განვითარებას პიროვნული ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა IBSU-ს ასოცირებული პროფესორის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგის, მსოფლიო გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ნიკა ჩიტაძის წიგნის “გეოპოლიტიკა” პრეზენტაცია/განხილვა. წიგნში „გეოპოლიტიკა“ ავტორი განიხილავს გეოპოლიტიკის სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს. კერძოდ, წიგნში გააზრებულია გეოპოლიტიკის როლი და ადგილი სამეცნიერო სისტემაში, გეოპოლიტიკური იდეების ისტორიული განვითარება ანტიკური ხანიდან დღემდე, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის
გაიცანით მარიამ მღებრიშვილი, IBშU-ს ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ლას პალმასში კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, დიდი ხნის სურვილი ამესრულებინა და ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ევროპაში – ლას პალმასში, კანარის კუნძულებზე. ჩემი გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო სტაჟირება Bრაინს Iნტერნატიონალ შცჰოოლ- ში, მასწავლებლის