- 400
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 10 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს, კვლევის ანგარიშებს, ვიდეო მასალებს, სასწავლო და კვლევით რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დარგის ათასობით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის “რა?სად?როდის?” შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის დოქტორი და ინტელექტ კლუბის წევრი, სოსო ბერიკაშვილი უძღვებოდა. თამაშში მონაწილეობდა 15 გუნდი, რომელთა შორიც გამარჯვება გიორგი მათიაშვილის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი IBSU-ს სახელით სტუდენტური ფესტივალის ფარლებში დაგეგმილ ეროვნულ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს. პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს. Virtually EDU-ს მიზანია, სხვადასხვა ონლაინ აქტივობებით გაზარდოს სტუდენტების ცოდნა განათლების ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით; ასევე, გააუმჯობესოს მათი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონკურენტული ინოვაციური ფონდის მიერ (CIF) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“, კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის წევრებმა, როგორც საქართველოდან, ასევე შვედეთიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, თამთა ცქიტიშვლმა ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობის მენეჯერს, ნატა ჯაფიაშვილს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ და ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქაერონავიგაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კომპანიის წარმომადგენელმა, დავით მანჯგალაძემ, სტუდენტებს „საჰაერო მოძრაობის სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე“ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო. კონკურსის გამარჯვებულები სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრებიან 5-6 თვის ვადით, რომლის ხარჯებს მთლიანად დაფარავს კომპანია, ხოლო კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქაერონავიგაციში აღნიშნულ პოზიციაზე. შეხვედრის ბოლოს კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.