- 28/03/2025
- By მარიკა
- In IBSU მედიაში
- 182
- 0
განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-15 საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში 2-3 მაისს გაიმართება. ყოველწლიური კონფერენცია (IRCEELT), რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ვრცლად:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი ჩალაბაშვილმა აზია-წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (APAIE) ყოველწლიური კონფერენციასა და გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გაიმართა ნიუ დელიში, ინდოეთში. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ცხადდება განაცხადებების მიღება საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე. პროექტის შესახებ საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით. კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ? · სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს · სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე “დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები.” ინტერაქტიურ შეხვედრას უძღვებოდა “Jungian Coaching School – International’-ის გენერალური მენეჯერი, ნინო ბერუაშვილი. სტუდენტებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მათ სოციალური უნარების, ემოციური ინტელექტისა და კომპლექსური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაატარა ლექცია თემაზე – „ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა: გავლენა და გამოწვევები”. ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები და გზები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას ლიდერულ პოზიციებზე; ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და მათი გავლენა ქალთა ლიდერობაზე.