
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, მორიგი უფასო პროექტი “გეოპოლიტიკური თამაშები” ჩაატარა. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორმა ნინო სამხარაძემ, მათ გააცნო ადამიანის როლი დიპლომატიაში, და მოისმინა მოსწავლეთა აზრები, მათთვის ყველა დროის საუკეთესო ქართველ დიპლომატზე. თეორიული ნაწილის შემდეგ, ბავშვები ჩაერთნენ გეოპოლიტიკურ თამაშებში. კონტინენტების მიხედვით, გაყოფილი გუნდები, ეძებდნენ და პასუხს სცემდნენ მათთვის განკუთვნილ კითხვებს,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნატო ფაჩუაშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე – “ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინსტრუმენტები სწავლისა და კვლევის პროცესში.”

IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა გუბიანურმა აბიტურიენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი – ” ჰკითხე ფსიქოლოგს,” სადაც მონაწილეებს გააცნო სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი წარმართვის ხერხები. ტრენინგის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს IBSU-ს მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი შეხვდა და მათ უნივერსიტეტის პროგრამები და საგრანტო შესაძლებლობები გააცნო. ტრენინგის ყველა მონაწილეს IBSU-ს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო აქტიური მოსწავლეები IBSU-ს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერით
განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-15 საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში 2-3 მაისს გაიმართება. ყოველწლიური კონფერენცია (IRCEELT), რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ვრცლად:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე “რჩევები სტუდენტური საკონფერენციო ნაშრომის მომზადებისთვის.”

- 28/03/2025
- By მარიკა
- In სიახლეები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი ჩალაბაშვილმა აზია-წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (APAIE) ყოველწლიური კონფერენციასა და გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გაიმართა ნიუ დელიში, ინდოეთში. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.