
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენიგი ‘ამერიკისმცოდნეობა მოსწავლეებისთვის’ ჩაატარა. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ამერიკის პოლიტიკას, კულტურას, ისტორიასა და უნიკალური ფაქტებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი ‘განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში (JEBS)’ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო-კვლევით მონაცემთა ბაზაში – EBSCO Education Source-ში შეიტანეს. აღნიშნული მნიშვნელოვანი მიღწევა უზრუნველყოფს შემდეგს: ✅ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს 4000-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებისთვის ✅ თქვენ გახდით იმ მონაცემთა ბაზის ნაწილი, რომელსაც მილიონობით მკვლევარი და განათლების სფეროს სპეციალისტი იყენებს ✅ თქვენი ნაშრომი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

IBSU-ს კურსდამთავრებული გიორგი გელიაშვილი ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of The Mediterranean-ში ისწავლის. “მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ მოვიპოვე სრული დაფინანსება და ჩავირიცხე მაგისტრატურის საფეხურზე ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of the Mediterranean (ACM)-ში საერთაშორისო განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. ამ პროგრამაზე სწავლით მომეცემა შესაძლებლობა, ვისწავლო ერთი სემესტრით ბარსელონაში, ესპანეთში, ხოლო შემდეგ ექს-ან-პროვანსში, საფრანგეთში და შევიძინო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება განათლების სფეროში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამომცემლობა “ინტელექტთან” ერთად გაიმართა შეხვედრა მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძესთან.

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჟურნალისტიკის პროფესიის ძირითადი ასპექტები და თავისებურებები გააცნეს. პროექტის მონაწილეებმა პრაქტიკული და სახალისო დავალებებით შეისწავლეს ახალი ამბის წერის სტრუქტურა, ჟურნალისტიკის ეთიკის საკითხები და სხვადასხვა ონლაინ საშუალებით დეზინფორმაციის გარჩევის ხერხები. მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს IBSU-ს მედიაცენტრი, სატელევიზიო და რადიო სივრცეები და როლური თამაშებით გაეცნენ სტუდენტების სამუშაო