- 285
- 0
IBSU-მ უმასპინძლა 71-ე და 118-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო ტრენინგის ფარგლებში – „იპოვე შენი მომავალი პროფესია.“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტრანსფორმაციული ქოუჩის, თამარ შოშიაშვილის პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიის არჩევაში და ხასიათისა და თვისებების მიხედვით, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებაში სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტით.
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, რომელშიც გამარჯვებულებს გადაეცათ პალიტრა L-ის წიგნები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 16-17 მარტს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/47Zhkfd
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა, მარკეტერებთან და ყველასთვის საყვარელ მასკოტთან ერთად, ბაქსვუდის სკოლა-თბილისის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საბაკალავრო პროგრამები, მიღების წესები, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ითამაშეს IBSU მარკეტერების მიერ მოდიფიცირებული სამაგიდო თამაში ‘მონოპოლია’, რომლის თითოეული კომპონენტი უნივერსიტეტის ისტორიის, საბაკალავრო პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მიხედვით შეიქმნა.
IBSU-ს მარკეტერებმა, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ შოშიაშვილთან და მასკოტთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაზე, რომელიც საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ IBSU-ს წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
კატარის გლობალური კვლევების ინსტიტუტის განათლების მენეჯერმა, რიამ ჩარმა IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია-ვორქშოპი თემაზე – “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების საჭიროებები.”