- 330
- 0
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა, მარკეტერებთან და ყველასთვის საყვარელ მასკოტთან ერთად, ბაქსვუდის სკოლა-თბილისის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საბაკალავრო პროგრამები, მიღების წესები, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ითამაშეს IBSU მარკეტერების მიერ მოდიფიცირებული სამაგიდო თამაში ‘მონოპოლია’, რომლის თითოეული კომპონენტი უნივერსიტეტის ისტორიის, საბაკალავრო პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მიხედვით შეიქმნა.
IBSU-ს მარკეტერებმა, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ შოშიაშვილთან და მასკოტთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაზე, რომელიც საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ IBSU-ს წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
კატარის გლობალური კვლევების ინსტიტუტის განათლების მენეჯერმა, რიამ ჩარმა IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია-ვორქშოპი თემაზე – “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების საჭიროებები.”
IBSU-ს სტუდენტური კლუბების პრეზიდენტების და წარმომადგენლების ტრადიციული სამუშაო გასვლითი შეხვედრა გუდაურში გაიმართა, სადაც განიხილეს სტუდენტური ინოციატივების დაფინანსების ახალი სქემა და გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი აქტივობები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დეპარტამენტის უფროსი დავით ცირამუა, სტუდენტთა ექსტრაკურიკულარული აქტივობების სამსახურის უფროსი გურამ აბაშიძე და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი.