- 375
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა და კვლევების ჩატარება. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად გაიარონ კლინიკური პრაქტიკა, თბილისის მასშტაბით, 24
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამთა ცქიტიშვილი ერაზმუს პლუსის ორდღიან ვორქშოპს დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ერაზმუს პლუსის პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა თელავში, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის ახალი სტრატეგია, მომავალი წლის აკადემიური კალენდარი, ავტორიზაციისთვის მზადების პროცესი და სხვა მიმდინარე საკითხები.
IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის ‘არქიტექტურული პროექტირება 3’ ფარგლებში წარადგინეს პროექტები თემაზე ‘სასტუმრო პუშკინის ქუჩაზე.’