- 316
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია: „შენი ხმის მნიშვნელობა 2024 წლის არჩევნებზე“. შეხვედრას უძღვებოდა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. ნინო დოლიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებსა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ამასთან, აუდიტორიას გააცნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სიახლეები. ლექციის დასასრულს, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ISFED-ის
ამერიკიმსოცდნეობის პროგრამის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნერებათა სკოლის ორგანიზებით, #IBSU-ში ჩატარდა აფრო-ამერიკელების ისტორიის თვისადმი მიძღვნილი ღონისძება. ღონისძების ფარგლებში განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცენერებათა სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: “სამოქალაქო უფლებები და კოლლინ პაუელის ამერიკული ოცნების ახდენა”. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოც.
პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (ICA, აშშ) კონფერენცია, სადაც მონაწილეობდა IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი. კონფერენციის თემა იყო „ადამიანი, ტექნოლოგიები და გადასვლა“ დალი ოსეფაშვილმა გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების პანელზე წარადგინა საკუთარი კვლევის შედეგები, სახელწოდებით: „ციფრული მედიის როლი გარემოსდაცვით აქტივიზმში“. ის ასევე მონაწილეობდა ვორკშოპში, „ხელოვნური ინტელექტი და კონტენტის
სალომე კუჭუხიძე დაინიშნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო დარგში. მანამდე, სალომე კუჭუხიძე იკავდება სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის პოზიციას.
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10 საჯარო სკოლასთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები IBSU-ს სტუდენტების დახმარებით მოამზადებენ და ჩაწერენ ტელეგადაცემას. მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასტერკლასი უკვე ჩაატარეს. მოსწავლეები გააცნენ ჟურნალისტის პროფესიას, ახალი ამბების წერის სტრუქტურასა და ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის ტექნიკებს. ასევე, მოსწავლეებმა