- 27/03/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა, სიახლეები
- 125
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლში: ტურისტული პროდუქტი და ტურისტული ბიზნესი,” რომელსაც უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს. ვრცლად:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშების კლუბის ინიციატივით, IBSU-ში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო სტუდენტთა წახალისება, უნივერსიტეტში ინტელექტუალური კონკურსის ცნობადობის ამაღლება და მონაწილეთა დამეგობრება. 15 მონაწილე გუნდიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. ფოტო: გიორგი გველესიანი
IBSU-ში მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია 12 ივნისს გაიმართება. ვრცლად
გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლუკა ოსიაშვილი, რომელმაც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გერმანიის ქალაქ დრეზდენში, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HTW Dresden) ერთი სემესტრი ისწავლა. “გერმანიასა და, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში სწავლის საშუალება ერთ-ერთია იმ ფასდაუდებელ შესაძლებლობათაგან, რისი საშუალებაც IBSU-მ მომცა. უნივერსიტეტის, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, უდიდესი ოცნებაც ავისრულე. HTW Dresden-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ. პარტნიორობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიარონ პრაქტიკა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. აღნიშნული გამოცდილება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, არამედ გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის