- 306
- 0
IBSU-ს მარკეტერებმა, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ შოშიაშვილთან და მასკოტთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაზე, რომელიც საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ IBSU-ს წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
კატარის გლობალური კვლევების ინსტიტუტის განათლების მენეჯერმა, რიამ ჩარმა IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია-ვორქშოპი თემაზე – “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების საჭიროებები.”
IBSU-ს სტუდენტური კლუბების პრეზიდენტების და წარმომადგენლების ტრადიციული სამუშაო გასვლითი შეხვედრა გუდაურში გაიმართა, სადაც განიხილეს სტუდენტური ინოციატივების დაფინანსების ახალი სქემა და გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი აქტივობები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დეპარტამენტის უფროსი დავით ცირამუა, სტუდენტთა ექსტრაკურიკულარული აქტივობების სამსახურის უფროსი გურამ აბაშიძე და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნგრეთის ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტთან ერთად ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის გამარჯვებულია. პროექტი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუას მიერ ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტის უცხოური ენების და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ვალერია არვასთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი და სამი პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მობილობაში.