- 20/12/2023
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 302
- 0
IBSU-ს ჟურნალისტიკის და მედიის კლუბის ორგანიზებით, ტელეწამყვანმა დავით ქაშიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დავით ქაშიაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის საგან “ფოტოჟურნალისტიკის” სტუდენტებისთვის სასწავლო ექსპედიცია შედგა კახეთში. სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, დაეუფლნენ გარე ფოტოგადაღების მეთოდებს, მოამზადეს პეიზაჟებისა და პანორამების სერიები, საგნის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ტრადიციულად დასკვნითი გამოცდის შემდეგ გაიმართება.
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-9 ფორუმში, რომელიც USAID-ის, ევროკავშირის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის ხელმძღვანელი, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის ციფრული მედიასამართლის ლექტორი უჩა სეთური. ფორუმის ერთ-ერთ პანელურ სესიაში „ციფრული წიგნიერების სწავლება საქართველოში – შედეგები