- 338
- 0
კვიპროსის ღია უნივერსიტეტი Erasmus+ ფარგლებში აცხადებს მიღებას ბიზნესის სკოლის და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრებისთვის გაზაფხულის სემესტრზე შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესის ადმინისტრირება საგანმანათლებლო ლიდერობა და პოლიტიკა შემეცნებითი სისტემები საწარმოთა რისკების მართვა IBSU და კვიპროსის ღია უნივერსიტეტი 2018 წლიდან თანამშრომლობენ. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 05.12.2023 კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge
IBSU-ს ფრანგული ენის ლექტორმა ინგა ტყემალაძემ და ფრანგულენოვანმა სტაჟიორმა საბრინა ფაგემ თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის ფარგლებში საბრინა ფაგემ წარმოადგინა ოთხი განსხვავებული თამაში, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით ლინგვისტური და საკომუნიკაციო უნარების მიმართულებით. ტრენინგის დასასრულს მონაწილებს სერტიფიკატი გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სტუდენტები დაესწრნენ სხდომას და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარ სპეციალისტებს. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ საჯარო სექტორს, არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის
აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია. ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს