- 483
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი სამართალმცოდნეობა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული კანდიდატების ვინაობა 12 დეკემბერს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება
IBSU-ს უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ფარგლებში, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას. პროექტი ხელს უწყობს პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
ღია მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ იყო ორგანიზებული, დაესწრნენ მიმდინარე სემესტრში არჩევით საგანზე “საგამოძიებო ჟურნალისტიკა” დარეგისტრირებული სტუდენტები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო ტენდერების სახეები, სამთავრობო ღია მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი საძიებო
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ კონკურსში, რომელიც ბუქარესტში 4-6 დეკემბერს გაიმართება. კონკურსის ფარგლებში, AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები წარმოედგინათ. IBSU-ს სტუდენტები ასევე დაესწრნენ ტრენინგს AUF-ის
კვიპროსის ღია უნივერსიტეტი Erasmus+ ფარგლებში აცხადებს მიღებას ბიზნესის სკოლის და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრებისთვის გაზაფხულის სემესტრზე შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესის ადმინისტრირება საგანმანათლებლო ლიდერობა და პოლიტიკა შემეცნებითი სისტემები საწარმოთა რისკების მართვა IBSU და კვიპროსის ღია უნივერსიტეტი 2018 წლიდან თანამშრომლობენ. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 05.12.2023 კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge