- 281
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. “სოციალური ქცევის” ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.
საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და ცოდნა, რაც კარიერაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ უფასო წვდომა ელექტრონულ რესურსებზე – https://bit.ly/3SqfoHJ
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფეხბურთო კომენტატორი და პროდიუსერი სანდრო ცნობილაძე ეწვია. ინტერაქტიულ შეხვედრაზე სანდრო ცნობილაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები. “სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური პროექტია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე “მედიაციის როლი ბიზნეს დავების გადაწყვეტის პროცესში.” ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს მედიაციის არსი გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის, მედიაციის შესახებ. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა