- 31/10/2023
- By მარი ლეთოდიანი
- In სტუდენტური ცხოვრება
- 374
- 0
]სპორტისა და კულტურული აქტივობების სამსახურის უფროსის, გურამ აბაშიძის ხელმძღვანელობით კლუბის პრეზიდენტებთან ჩატარდა მეორე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პიარის სამსახურის უფროსი, თამარ შოშიაშვილი. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და დაიგეგმა ახალი აქტივობები.
ISIC-ის კლუბმა გააკეთა პრეზენტაციები საქართველოსთან, ეგვიპტესთან და თურქეთთან დაკავშირებით. ასევე სტუდენტები დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობით და მოიგეს საჩუქრებიც.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი რობერტ მაკკენზი ესტუმრა. რობერტ მაკკენზი 45 წელზე მეტია, რაც საგადასახადო სამართლის სფეროში მოღვაწეობს აშშ-ში და ახორციელებს შიდა შემოსავლების სამსახურისა და სამთავრობო უწყებების წინაშე კლიენტების წარმომადგენლობას. რობერტ მაკკენზის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიცავდა ორკვირიან სასწავლო კურსს „სამართლებრივი ინგლისური ენის“ ფარგლებში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსში მიმოხილული იყო ამერიკის საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანთა უფლებები, თავისუფლებები და მათი გარანტიები. კურსის ფარგლებში პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ამერიკული სამართლის თავისებურებები. ლექციები ინტერაქციული
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დეკანმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დეკანმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი რექტორი კახა შენგელია და მარკეტერი სტუდენტები იმყოფებოდნენ ზედაზენზე ლაშქრობაში.