- 29/10/2023
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 226
- 0
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი რექტორი კახა შენგელია და მარკეტერი სტუდენტები იმყოფებოდნენ ზედაზენზე ლაშქრობაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ევა კოვალსკა, იოანა ჩეხომსკა, კამილა შჩეპანოვსკა და მაგდალენა კესკა IBSU-ს ერაზმუს + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ და შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლისა და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები. ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი სტუმრები IBSU-ში დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on Environmental Design, ICED, 2023). ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ წარადგინა მოხსენება დასახელებით „გარემოს დაცვასთან დაკავშირებული
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ AIESEC (აისეკი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ. AIESEC-ის წარმომადგენლებმა განიხილეს სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის Global Teacher, Global Talent, და Global Volunteer.