- 20/03/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 40
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “ლეგის აკადემიის” ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც სისხლის სამართლის სამთვიანი ინოვაციური კურსის ფარგლებში, ჯგუფურად დაყოფილ მონაწილეებს პროცესზე გამოსვლის სპეციფიკასთან მიმართებით ჩაუტარდათ. სალექციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურად შეირჩა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ლაბორატორია, რომელიც ადაპტირებული სივრცეა ადვოკატირების პრაქტიკული სამუშაოსთვის და სტუდენტს განსაკუთრებით მოლაპარაკებისა და სტრატეგიის დასახვის უნარებს უვითარებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა შავი
განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. ვრცლად
IBSU-ს რექტორის კახა შენგელიას ინიციატივითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, პირველკურსელთათვის სამშვილდის ნაქალაქარზე ლაშქრობა მოეწყო. სტუდენტებმა კომპანია Teamboat-ის დახმარებით სხვადასხვა გუნდურ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ლაშქრობის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს სამშვილდის კომპლექსი და მასში შემავალი კულტურული ძეგლები.
IBSU-ს ბიბლიოთეკამ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის 19 მარტს სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და შეაფასონ სამეცნიერო ინფორმაცია სხვადასხვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი უფასო ტრენინგი ‘ბიზნეს ანბანი’ ჩაატარა. მოსწავლეები ტრენინგზე გაეცნენ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებს, მათ შორის მარკეტინგს, მენეჯმენტს, ბუღალტერიას, ფინანსებს და ტურიზმს. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო