- 24/02/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 1029
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერ ასოციაციასთან ერთად, ინფორმატიკაში მოსწავლეთა მე-13 ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა. ტრადიცია, რომელიც 2014 წლიდან იღებს სათავეს აერთიანებს ტექნოლოგიებით მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით იმუშავეს და 5 საათის განმავლობაში რთულ ალგორითმულ ამოცანებს C++ ენის გამოყენებით უმკლავდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს გამარჯვებულებმა, ოფიციალურ დიპლომებთან ერთად, IBSU-სგან

გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი, საბა გულბათაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ISAG-ის უნივერსიტეტში, პორტუგალია. “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება თავდაპირველად გარკვეულწილად სპონტანური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი საზღვარგარეთ მესწავლა, ევროპული კულტურა უკეთ და სიღრმისეულად გამეცნო და საერთაშორისო მეგობრები მყოლოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდი. თუმცა,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს უნივერსიტეტებს შორის გამართულ საქართველოს თასი ჭადრაკში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, არქიტექტურის პროგრამაზე ჩატარდა საკურსო პროექტების გამოფენა და დაჯილდოება. ღონისძიება ასევე მოიცავდა დასკვნით გამოცდებს არქიტექტურულ პროექტირებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოდგომის სემესტრში შესრულებული საუკეთესო პროექტები. კონკურსში მონაწილეობდნენ II, III და IV კურსის სტუდენტები. თემები მოიცავდა საცხოვრებელ სახლს, სკოლასა და მუზეუმს. პროექტების საპრეზენტაციო ფორმატი იყო A1 პლანშეტები მაკეტებთან

კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლამ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ტრადიციულ აკადემიურ ქსელურ ღონისძიებას „ყავა და ჩაი დეკანთან და პროფესორებთან ერთად“. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანი, აფილირებული პროფესორები, ფაკულტეტის წევრები და მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის პროგრამის მეორე კოჰორტის სტუდენტები. ღონისძიება ძირითადად მიეძღვნა MIT-ის ორმაგი ხარისხის პროგრამის ღია განხილვას, მათ შორის მის მიმდინარე იმპლემენტაციებს, სამომავლო შესაძლებლობებს,

გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი, საბა მაჭარაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ორმაგი დიპლომის პროგრამით – ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია. “Olá! მე საბა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოგზაურობა სულ ახლახან დავიწყე, ეს გამოცდილება უკვე დაუვიწყარია. ბრაგანცა მშვიდი და სტუმართმოყვარე ქალაქია, ბუნებით გარშემორტყმული და საოცრად თბილი ხალხით. IPB-ს
