- 16/10/2023
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 263
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს შემოდგომის სეზონის პირველ ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. IBSU-ს მარკეტერებმა და პოზიტიურმა მასკოტმა კი მოსწავლეებს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინეს.
სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის სამართლის სკოლის სწავლების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად. ქალბატონი სალომე 2017 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აკრედიტაციის ექსპერტის პოზიციაზე. “მიხარია, რომ მომეცა
სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის სამართლის სკოლის სწავლების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად. ქალბატონი სალომე 2017 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების
კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიების და სტაჟირებების გაცნობასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.