• IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა

    IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება; კრედიტების აღიარება; საგამოცდო პროცესი: სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია; აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება;

  • IBSU-ს სტუდენტებმა AUF-ის პროექტში გაიმარჯვეს

    IBSU-ს სტუდენტებმა AUF-ის პროექტში გაიმარჯვეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.

  • ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი IBSU-ს ეწვია

    ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი IBSU-ს ეწვია

    ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი, ლუკა ვაცლავიკი კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში IBSU-ს ეწვია. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში, ლუკა ვაცლავიკმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებს წარუდგინა დისერტაცია სახელწოდებით “ეკონომიკა და კიბერუსაფრთხოება,” რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს მოწვეული ლექტორი, ირინა ფარცვანია. ლუკა ვაცლავიკის ვიზიტი IBSU-სა და ჩეხეთში ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში შედგა.    

  • პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით – „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.

  • პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით – „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.  

  • IBSU-ს რექტორმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

    IBSU-ს რექტორმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი შეუერთდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მოწვევას და განათლების მიმართულების პრორექტორთან, თამთა ცხოვრებაძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს, IBSU-ს სამეთვალყურეო საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მესუთ ბოზქირმა შვებულება შეწყვიტა, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და კონფლიქტის ზონიდან ათეულობით

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES