- 13/07/2023
- By Guja
- In IBSU მედიაში
- 232
- 0
IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე). ვრცლად: newsday.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე) სრული აკრედიტაცია მიენიჭა. ვრცლად: www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ სასურველ პროფესიებს, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები და მეგობრები. დასკვნით ღონისძიებაზე ბანაკის ტრენერები და მონაწილეები სერტიფიკატებით და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილთა განწყობაზე კი IBSU-ს მუსიკალურმა ბენდმა იზრუნა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო ‘ბილტმორმა’ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და IBSU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს “ჰორიზონტი ევროპას” ჩარჩო პროგრამა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხები.