სამაგისტრო პროგრამები

  1. მთავარი
  2. /
  3. პროგრამები
  4. /
  5. სამაგისტრო პროგრამები

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • გამოცდა (ინტერვიუ) პროგრამის განმხორციელებელ ენაზე;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით/სერტიფიკატით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა.

გაითვალისწინეთ!

  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, აქვს უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან საბაკალავრო დიპლომით უდასტურდება B2 დონის ცოდნა;
  • ინტერვიუზე მიღებული თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში, მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;

გაცნობებთ, რომ განისაზღვრა მაგისტრატურაზე სტუდენტების მიღების ვადები. გთხოვთ, გაეცნოთ და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გაითვალისწინოთ.

  • საბუთების მიღება: 1 სექტემბრამდე
  • გასაუბრება: 4-5 სექტემბერი
  • ინგლისურის გამოცდა: 8 სექტემბერი (საჭიროებისამებრ)
  • რეგისტრაცია: 8 – 22 სექტემბერი

 

საბუთების მიღება

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკაციის ფორმა
  • 2 ფოტოსურათი (3X4) (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო)
  • უმაღლესი განათლების უცხო ქვეყნაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი)
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში)
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი

მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/x8oWgozzUNP1tdjc9

არარეზიდენტებისთვის:

საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ 1 ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისაცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „დ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები)
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების შესაბამისად; (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი);
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდზე – https://ibsu.edu.ge/iro/home/

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები

ინგლისურენოვანი

საერთაშორისო ურთიერთობები

ინგლისურენოვანი

განათლების
ადმინისტრირება

ქართულენოვანი

ინგლისურენოვანი

ციფრული მედია და კომუნიკაცია

ქართულენოვანი

კომპიუტერული მეცნიერება

ინგლისურენოვანი

მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

ორმაგი ხარისხის
სამაგისტრო პროგრამა
(ინგლისურენოვანი)

სამართალი

ქართულენოვანი

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს  2900 ლარს.

“კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის” ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური  შეადგენს 6500 ლარს.

*ფასი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩააბარებენ ერთიან სამაგისტრო გამოცდას.

პროგრამების კატალოგი