- 14/06/2024

IBSU-ს უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე არჩვაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა თურქეთში, სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, უცხოური ენების სკოლის ორგანიზებით. კონფეენციის თემა იყო “The Future of Language Education: Adapting to a Changing Landscape.” ეკატერინე არჩვაძის ნაშრომმა „ Developmental Approach to Peer Observation” წარმოაჩინა კოლეგების ურთიერთდაკვირვების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და მისი როლი უცხოური ენების სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით,

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა IBSU-ს ასოცირებული პროფესორის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგის, მსოფლიო გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ნიკა ჩიტაძის წიგნის “გეოპოლიტიკა” პრეზენტაცია/განხილვა. წიგნში „გეოპოლიტიკა“ ავტორი განიხილავს გეოპოლიტიკის სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს. კერძოდ, წიგნში გააზრებულია გეოპოლიტიკის როლი და ადგილი სამეცნიერო სისტემაში, გეოპოლიტიკური იდეების ისტორიული განვითარება ანტიკური ხანიდან დღემდე, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის

IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აზერ დილანჩიევის სტატია – “Unraveling The Nexus Between Financial Openness and Environmental Quality: Green Finance as The Catalyst in CEE Countries “დაიბეჭდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში – “Journal of Environmental Assessment Policy and Management, Scopus Q1.” ნაშრომი იკვლევს კავშირს ფინანსურ გამჭვირვალობასა და გარემოს ხარისხობრივ მდგომარეობას შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქვეყნებში 2015 წლიდან

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. ბოლო ხუთი წლის ტოპ-15 ყველაზე გავლენიან სტატიებს შორის კი მოხვდა “Macroeconomic Determinants of Household Consumptions in Georgia” და “Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China,” რომლის ავტორები არიან IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი და თენგიზ თაქთაქიშვილი.

2024 წლის 30 აპრილს გამოიცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი (გამოცემა 8, N1) “ტექნიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები (JTST)”; ჟურნალის მიზანია ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა; ჟურნალის ახალ ნომერში წარმოდგენილია როგორც შავი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა. წელს, ექვსმა ამერიკელმა განათლების ექსპერტმა კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ყოველწლიური

IBSU-ს პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეორე კონფერენციაში, რომელიც ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების ანალიზს და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიმდინარე ცვლილებების განხილვას.

გამოიცა კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ელექტრონული ჟურნალი. ჟურნალის სტატიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://jtst.ibsu.edu.ge/jms/index.php/jtst/issue/view/17