- 21/04/2022
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს. საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში. მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სეგედის უნივერსიტეტიდან სტუმრებს უმასპინძლა, დოქტორი ილდიკო პუსტაი-ვარგა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და ბერტალან პუშტაი ასოცირებული პროფესორის თავჯდომარე, კომუნიკაციისა და მედიის კვლევების პროგრამის დირექტორი, ტურიზმისა და კვების BSc Erasmus + Staff-ის ფარგლებში. სტუმრები ტურიზმის პროგრამის კოორდინატორს, ეკა დევიძესა და ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორს მაგდა მემანიშვილს შეხვდნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს
დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლოთი ბეიქერს, ინგლისური ენის რეგიონალურ ოფიცერს ამერიკის საელჩოში კიევში და ლიკა გუმბერიძეს, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ამერიკის საელჩოში თბილისში. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ამერიკის საელჩოს პროგრამებთან. ქალბატონი ლოთი ბეიქერი იქნება მთავარი მომხსენებელი განათლების, ენისა და ლიტერატურის მეთორმეტე საერთაშორისო კვლევით კონფერენციაზე, რომლის გახსნის ცერემონია გაიმართება 2022 წლის 6
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის თანამშრომლობით ორგანიზებულ ერთობლივ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას – „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები.” კონფერენციაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის 26 სტუდენტი მონაწილეობდა. მოხსენებები ორ სესიაში გადანაწილდა, გამომსვლელებს აფასებდნენ პროფესორები და დარგის ექსპერტები ორივე უნივერსიტეტიდან, ნაშრომების განხილვა წარიმართა დისკუსიის რეჟიმშიც.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო კურსი „Leaders of Learning“ წარმატებით დაასრულეს. სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ეკატერინე ფიფიას, ნიკოლოზ ფარჯანაძის და ასოცირებული პროფესორის მაია ჩქოტუას კურსში მონაწილეობა IBSU-მ დააფინანსა. 10-კვირიანი კურსის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო სწავლის თეორიის განსაზღვრა, ლიდერობა სხვადასხვა სასწავლო გარემოში, როგორ აისახება სწავლის თეორიაზე ორგანიზაციის სტრუქტურა, ფიზიკური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა. კრებული იხილეთ აქ
IBSU-ს აფილირებული პროფესორის, დოქტორი ეკა ავალიანის წიგნი – „ქალაქის ფენომენი: მარადიული ქალაქების საიდუმლოება“ – Lambert Academic Publishing-მა ინგლისურ ენაზე გამოსცა. წიგნი სხვადასხვა გამომცემლობის მიერ მალევე ითარგმნა და გამოიცა ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. წიგნი ეძღვნება ქალაქის ტრადიციის შექმნას, მის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და 21-ე საუკუნისეულ აღქმას. მისი მთავარი მიზანია ქალაქების ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან და თანამედროვე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტრადიციაული, აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ისტორიის, კულტურის სექციები, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე მიესალმნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი,