- Home
- /
- კვლევა
- /
- სამეცნიერო კონფერენციები
- /
- მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2022 წლიდან, ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციის ფარგლებში მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა): თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის მონაცემები (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა და ა.შ.)
მიიღება ერთი ავტორის/თანაავტორის მიერ მომზადებული მხოლოდ ერთი ნაშრომი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:
სრული ნაშრომები ქართულ ან ინგლისურ ენაზე:
| თეა კბილცეცხლაშვილი | კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი |
| თამარ შიოშვილი | დეკანი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა |
| მარინა რაზმაძე | დეკანი, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა |
| ზვიად კირტავა | მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ნია თოდუა | მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელი |
| მაკა ბუღულაშვილი | მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ნინო ტალიკაძე | საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ეკა დევიძე | ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ნიკა ჩიტაძე, ბაია ივანეიშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი |
| მაია ჩქოტუა | ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ქეთევან ქოქრაშვილი | სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ეკა ფიფია | განათლების პროგრამის ხელმძღვანელი |
| თამარ შიოშვილი, თეა ჭუმბურიძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი |
| დალი ოსეფაშვილი | ციფრული მედია და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი |
| თამარ კაკუტია | საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი |
| მაგდა მემანიშვილი | ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი |
| ნიკო აბზიანიძე | კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი |
| გიორგი ცუცქირიძე | არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი |
რეგისტრაცია დასრულებულია