კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს განათლებას როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.  სკოლის ფარგლებში  მოქმედებს 6 საგანმანათლებლო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ქართული და ინგლისური სექტორები), არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისური სექტორი), კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები (ინგლისური სექტორი), საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“.

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს განათლება, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მოამზადოს საერთაშორისო დონის შესაბამისი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი და ახალგაზრდა კადრებით.

 

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სკოლა ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი დონის,  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, განათლება. სწავლების პროცესში მთავარი აქცენტები კეთდება სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე, სწავლების ყველა საფეხურზე გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და  პროექტებზე მუშაობა.

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა სახის საინტერესო აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

 

კარიერა და დასაქმება

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას  თანამედროვე დასაქმების ბაზარზე. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან კომპანიებთან.

 

გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.