გრაფიკული დიზაინი (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

 

სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს რთული გრაფიკული ამოცანების შემოქმედებითად, ფუნქციურად და კომპოზიციურად ამოხსნის უნარი.

საგანმანათლებლო პროგრამა მომართულია გაუზიაროს სტუდენტს ცოდნა ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნის (ლოგო, ტიპოგრაფია, კორპორატიული სტილი, სარეკლამო კომუნიკაცია) და ბაზრის კვლევის, სეგმენტირების, კონკურენტული ანალიზის  და სხვა მარკეტინგული პროცესების შესახებ. 

საგანმანათლებლო პროგრამის ამოცანაა სტუდენტს ასწავლოს ტრადიციული და ციფრული გრაფიკა, ფერთა შემოქმედებითი მოდელირება,  ვიზუალური კომუნიკაციის ფუნქციონალური და შემოქმედებითი ასპექტები, რეკლამა, ხელოვნების ისტორია და თეორია, განუვითაროს ტექნიკური და პროფესიული უნარები, რათა შეძლოს მიღებული ცოდნის წარმატებით  გამოყენება თანამედროვე გრაფიკული დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად.

მნიშვნელვანია, რომ პროგრამა სტუდენტებს შესძენს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა საწარმოში პრაქტიკის ორგანიზების გზით; განუვითარებს კოლეგებთან და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს პროექტის არსის და იდეის არტიკულაცის გზით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

აბიტურიენტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულოა ქართული ენის და ინგლისური ენის ჩაბარება. ინგლისური ენის მინიმალური კომპეტენციის დონე: 50%+1.

ერთ-ერთი არჩევითი საგანია: 

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა შემოქმედებითი ტურის გავლა, რომელიც ჩატარდება 9 და 10 ივნისს, 12:00 საათზე. 

კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება.

ტურის ფარგლებში კანდიდატს ეძლევა 5 საათი, რათა შეასრულოს თავისუფალი გრაფიკული კომპოზიცია (შავ-თეთრი). კანდიდატებმა შემოქმედებითი ტურზე თან უნდა იქონიონ პერსონალური სახატავი ატრიბუტები (ფანქარი, საშლელი, სათლელი).

კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო უნდა მოიცავდეს:

შავ-თეთრ გრაფიკულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა – ფანქარი, ტუში, მელანი, შავი ფლომასტერი და ა.შ. ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3-ს);

ფერში შესრულებულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა: აკვარელი, ტემპერა, გუაში, ფერადი ფანქარი, პასტელი, ფერადი ფლომასტერები, აკრილი, დასაშვებია შერეული საშუალებების გამოყენება; ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);

თავისუფალი ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს მის ინდივიდუალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს – 3 ნახატი (ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);

  • პორტფოლიოს განხილვა – 9 ივნისი, 12:00 საათი
  • შემოქმედებითი ტური – 10 ივნისი, 12:00 საათი
  • აპელაცია – 11 ივნისი, 12:00 საათი

მონაწილეებს შეუძლიათ ნამუშევრების მოტანა და დატოვება 15 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 14:00 დან 17:00 საათამდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2 A323).

შემოქმედებით ტურზე აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/uAj4sqQNfu9bAQ836 

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე: (იხ. დანართი 1).

რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროგრამაში მიღების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://ibsu.edu.ge/iro/admission/

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4590 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მინიჭებული კვალიფიკაცია: გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის საკრედიტო ღირებულება: 180 ECTS (3 წელი)

 

პროგრამის ხელმძღვანელები: 

ნინო წითლანაძე
ელ-ფოსტა: nino.tsitlanadze@ibsu.edu.ge
ტელ:+995 593 75 03 49

ნანა იაშვილი
ელ-ფოსტა: iashvili.nana@yahoo.com
ტელ: +995 599 516516

 

პროგრამა