კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. პროგრამა სთავაზობს მაგისტრანტებს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებას და უზრუნველყოფს საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტური და ინოვაციური მიმართულებებით. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა  მიზნად ისახავს მაგისტრანტებს ღრმად შეასწავლოს კურსები კომპიუტერული მეცნიერების შემდეგი მიმართულებებით:

  • თეორიული კომპიუტერული მეცნიერება;
  • სისტემების დიზაინი და უსაფრთხოება;
  • ხელოვნური ინტელექტი.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ძლიერი სპეციალისტები აღჭურვილები ყველა იმ საჭირო უნარით, რასაც მოითხოვს დღევანდელი მსოფლიო და ინდუსტრია. კერძოდ, მაგისტრანტი დააოსტატოს ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ამოცანების ფორმულირებაში, ანალიზში, პრობლემების გადაჭრაში და რეალიზაციაში. გაუღრმავოს ტექნიკური დოკუმენტაციის  ძიებისთვის, მომზადებისთვის და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის საჭირო საჭირო უნარ-ჩვევები; მოამზადოს მაგისტრანტები აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით.

 

დასაქმების სფერო

კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს საერთაშორისო დონის შესაბამის კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. კურსდამთავრებულს შეძენილი ცოდნა და უნარები საშუალებას მისცემს უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც პრაქტიკულად შეასრულებს ძირითად ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კერძოდ, შეძლებს იმუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელად, მონაცემთა ანალიტიკოსად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტად, ქსელების ადმინისტრატორად და ა.შ. კურსდამთავრებულს აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს აკადემიური განათლების მომდევნო საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით.

 

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

 

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • გამოცდა (ინტერვიუ) პროგრამის განმხორციელებელ ენაზე;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით/სერტიფიკატით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა.

გაითვალისწინეთ!

  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, აქვს უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან საბაკალავრო დიპლომით უდასტურდება B2 დონის ცოდნა;
  • ინტერვიუზე მიღებული თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში, მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკაციის ფორმა
  • 2 ფოტოსურათი (3X4) (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო)
  • უმაღლესი განათლების უცხო ქვეყნაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი)
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში)
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი

მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/x8oWgozzUNP1tdjc9

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/home/

 

სწავლის საფასური

ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის2900 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის4900 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: აფილ. პროფ. ვახტანგ როდონაია
ელ-ფოსტა: vrodonaia@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2800064 (162)
ოთახი: A310

 

პროგრამა