კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. პროგრამა სთავაზობს მაგისტრანტებს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებას და უზრუნველყოფს საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტური და ინოვაციური მიმართულებებით. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაგისტრანტებს ღრმად შეასწავლოს კურსები კომპიუტერული მეცნიერების შემდეგი მიმართულებებით:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ძლიერი სპეციალისტები აღჭურვილები ყველა იმ საჭირო უნარით, რასაც მოითხოვს დღევანდელი მსოფლიო და ინდუსტრია. კერძოდ, მაგისტრანტი დააოსტატოს ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ამოცანების ფორმულირებაში, ანალიზში, პრობლემების გადაჭრაში და რეალიზაციაში. გაუღრმავოს ტექნიკური დოკუმენტაციის ძიებისთვის, მომზადებისთვის და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის საჭირო საჭირო უნარ-ჩვევები; მოამზადოს მაგისტრანტები აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით.
კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს საერთაშორისო დონის შესაბამის კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. კურსდამთავრებულს შეძენილი ცოდნა და უნარები საშუალებას მისცემს უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც პრაქტიკულად შეასრულებს ძირითად ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კერძოდ, შეძლებს იმუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელად, მონაცემთა ანალიტიკოსად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტად, ქსელების ადმინისტრატორად და ა.შ. კურსდამთავრებულს აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს აკადემიური განათლების მომდევნო საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით.
სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
გაითვალისწინეთ!
წარმოსადგენი დოკუმენტები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/home/
ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 2900 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4900 აშშ დოლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: აფილ. პროფ. ვახტანგ როდონაია
ელ-ფოსტა: vrodonaia@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2800064 (162)
ოთახი: A310