საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, მომავალ მაგისტრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს. ხსენებული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
აღნიშნული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის თავიანთი პროფესიული კომპეტენციების კომპიუტერულ მეცნიერებებთან, ბიზნეს საინფორმაციო სისტემებთან, მენეჯმენტთან და ბიზნესის ადმინისტრირების ცოდნასთან დაკავშირების საშუალებას. ასევე სასწავლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს ინტერკულტურული უნარების განვითარებაში. ამგვარად, პარტნიორი უნივერსიტეტები პასუხობენ გლობალიზაციისგან წარმოშობილ გამოწვევებს და აკმაყოფილებენ მზარდ გლობალურ მოთხოვნას საერთაშორისო გამოცდილებითა და ინტერკულტურული უნარებით აღჭურვილი, კარგად მომზადებული, მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულების მომზადებით როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის.
აღნიშნული პროგრამა აკრედიტებულია გერმანული სააკრედიტაციო სააგენტო ASIIN– ის მიერ და აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის EQE -ს მიერ.
მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება კონტროლირდება პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმებით და მის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
შენიშვნა: გასაუბრება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში კომისიის წევრებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებიდან, ასევე 2 გარე დარგის ექსპერტი კომპიუტერული მეცნიერების, მენეჯმენტისა ან/და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროდან.
გასაუბრების საკითხები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს: კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები, მათი შედარებითი მახასიათებლები; გამოყენებითი ხასიათის პროგრამული უზრუნველყოფა, მათი კლასიფიკაცია; დაპროგრამების ენები და მათი კლასიფიკაცია; პროგრამული ალგორითმები, ვებ-ტექნოლოგიები და ვებ პროგრამირება; მონაცემთა ბაზები; მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (DBMS-DBMS); კლიენტ-სერვერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და მათი კლასიფიკაცია; ქსელის პროტოკოლები; ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური სისტემები; IT პროცესების მართვა; ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები; ბიზნესის ანალიზის ძირითადი მოდელები და მათი კლასიფიკაცია; ბიზნეს პროცესები გლობალურ ქსელებში; ელექტრონული მმართველობა, მათი შეფასების ძირითადი პრინციპები; ბიზნეს პროცესის ადმინისტრირება, ციფრული ბიზნეს მოდელები, ცვლილებების მართვა, სტრატეგიული მართვა.
გაითვალისწინეთ!
განაცხადების წარდგენა დადგენილ ვადებში ხორციელდება მონიტორინგის სამსახურში ოთახი A 111, ვიქტორია მინდიაშვილთან | viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციისათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/en/iro/home/
ორმაგი დიპლომის პროგრამა საფუძვლიანად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამზადებს სტუდენტებს საერთაშორისო და
რეგიონულ/ადგილობრივ ეკონომიკაში მომავალი გამოწვევებისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ აიღონ პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე გლობალურ და რეგიონულ/ლოკალურ ეკონომიკაში. დღეს სულ უფრო გლობალურ და ციფრულ სამყაროში, ეს პროგრამა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იმუშაონ მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებში, ისევე როგორც მათ გადაკვეთაზე. პროფესიული საქმიანობის კონკრეტული სფეროების მაგალითებია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯმენტი, კერძოდ, IT პროექტების მენეჯმენტი ან ცვლილებების მართვა ციფრულ ბიზნეს მოდელებზე ტრანსფორმაციისას, რეგიონალური და საერთაშორისო კომპანიები, პროექტების მართვა (IT), საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია, სტარტაპის დაფუძნება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ბიზნესის ანალიტიკა.
პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს 2 დიპლომს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (IBSU-საქართველო) და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ-გერმანია).
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 ECTS)
ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 6500 ლარი
პირველი სემესტრის განმავლობაში გერმანიაში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად გაიცემა სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის. სტიპენდიების გაცემა წყდება კომისიასთან გასაუბრების შედეგად.
პროგრამის ხელმძღვანელი: მარინა რაზმაძე
ელ-ფოსტა: mrazmadze@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2 800 064 (147)
ოთახი: A325