- 24/04/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 12,13 და 14 ივნისს, 12:00 საათზე. კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება. ტურის ფრაგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან თითო–თითო მცირე ფრაგმენტი. კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო ა) გეომეტრიული ფიგურის (კუბი, სფერო, პირამიდა, კონუსი, პარალელეპიპედი, ცილინდრი ან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) პროექტის ‘პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში’ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის დახურვის ცერემონიაზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საფინალო ნამუშევრები. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებს, არქიტექტურულ ჩანახატებს (სქეჩინგი), ხაზვასა და მაკეტის შექმნას (მოდელირება). ლექციებს უძღვებოდნენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ. პარტნიორობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიარონ პრაქტიკა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. აღნიშნული გამოცდილება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, არამედ გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ სამეცნიერო ჟურნალის 2024 წლის დეკემბრის ნომერი გამოსცა. ჟურნალი სანახავად გახსენით ბმული

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება. არქიტექტურის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს განუვითაროს რთული გრაფიკული ამოცანების შემოქმედებითად, ფუნქციურად და კომპოზიციურად ამოხსნის უნარი. ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ტექნიკური და პროფესიული უნარები, რათა შეძლოს მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენება თანამედროვე გრაფიკული დიზაინის

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა “ყავა და ჩაი დეკანთან” ფორმატში. მორიგი შეხვედრის ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი “ყავა და ჩაი დეკანთან” გრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს გერმანიაში და მონაწილეობა მიიღეს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” სტუდენტების მეორე ნაკადის მიღების ოფიციალურ საზეიმო ცერემონიაში. IBSU-ს დელეგაცია საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით წარდგა და