• 14/03/2024

    ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია

    IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

    • 02/02/2024

    IBSU-ს სტუდენტების არქიტექტურული პროექტები

    IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის ‘არქიტექტურული პროექტირება 3’ ფარგლებში წარადგინეს პროექტები თემაზე ‘სასტუმრო პუშკინის ქუჩაზე.’

    • 07/12/2023

    IBSU-ს არქიტექტურის სტუდენტების წარმატება იტალიის პრესტიჟულ ფესტივალზე

    IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე “THE WORLD IN FLORENCE” წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული ინოვაციებისა და კულტურის შენარჩუნების ჰარმონიული ნაზავი. ღონისძიების სპიკერები იყვნენ არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ დემუროვი, თეკლა

    • 17/10/2023

    დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია

    დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.

    • 17/10/2023

    დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი იბსუს ეწვია

    დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.

    • 12/10/2023

    საჯარო ლექცია პროექტების მართვაზე

    კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.