- 23/10/2023
“დევექსპერტის” წარმომადგენელმა, Frontend დეველოპერმა, ნიკიტა ლიტოვჩენკომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე “აპლიკაციის არქიტექტურის ძირითადი პრინციპები.”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეა თოდუა შეხვდა კომპანია “გორგიასა” და “დევექსპერტსის” წარმომადგენლებს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების, მათი მომავალი კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. დეკანმა და კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.
დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.
კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
IBSU-ში საქართველოში არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა გაიმართა. არქიტექტურის უნიკალური პროგრამა, რომელიც ევროპის წარმატებული არქიტექტურული სკოლების მაგალითზეა აგებული, თორმეტმა სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის ცხრა საერთაშორისო სტუდენტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამაში გათვალისწინებულია ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებიც.
IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს. IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საგანმათლებლო პროგრამის წარდგენა ამ მასშტაბის პროფესიულ ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
IBSU-ს პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი დღეს საზეიმოდ დაიხურა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის მონაწილეები, ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებითა და ბრენდული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ერთთვიანი უფასო პროექტის ფარგლებში, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა IBSU-ში შეისწავლეს არქიტექტურის პროფესიის საფუძვლები და დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე.