• 13/02/2023

    მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში

    2023 წლის 26 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ

    • 13/02/2023

    IBSU-მ არქიტექტურის ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

    IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას, დიზაინის საფუძვლებსა და ესკიზირებას. ტრენინგი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს.

    • 02/12/2022

    IBSU-ს გუნდი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა! გუნდის შემადგენლობაში არიან IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები – გიორგი ჭაბუკიანი, გიორგი კიკნაველიძე და ლუკა რაქვიაშვილი. გუნდის მწვრთნელია კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგის ავტორიტეტული სპეციალისტი, პროფ. გიორგი მანდარია. მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული