განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს თავისი მრავალრიცხოვანი სტუდენტებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით. სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობით უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე, სთავაზობს რა დასავლური ტიპის უმაღლეს განათლებას მაღალი დონის ქართველი, ევროპელი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით მოწვეული ამერიკელი პროფესურის მეშვეობით, რაც ეყრდნობა წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილებას. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამების უმრავლესობა ინგლისურენოვანია, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას პროფესიულად დაეუფლონ ინგლისურ ენას, გააგრძელონ სწავლა ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში. სპეციალობით გათვალისწინებული კურსების გარდა სტუდენტები შეისწავლიან მეორე უცხო ენასაც (ესპანური, ფრანგული, გერმანული, რუსული, თურქული).
აკადემიური და სოციალური აქტივობები
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლაში მაღალია აკადემიური და სოციალური აქტივობა, რაც გამოიხატება ყოველწლიური მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებით; უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში. ამასთან, მოქმედებს სტუდენტური კლუბები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც სტუდენტები დამოუკიდებლად უძღვებიან.
კარიერა და დასაქმება
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას თანამედროვე დასაქმების ბაზარზე. აღნიშნული მიიღწევა პროგრამის კურიკულუმის შემუშავებასა და განახლებაში როგორც გამოცდილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე დამსაქმებლების ჩართვის და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გათვალისწინების საფუძველზე.
სასწავლო კურსებში პრაქტიკული უნარების განმავითარებელი მრავალფეროვანი კოპონენტების ინტეგრეირებითა და სტაჟირების შესაძლებლობების უზრუნველყოფით. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ სათანადო კვალიფიკაციას იმისათვის, რომ დასაქმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში; დარგის შესაბამის საჯარო (საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ან სხვა სტრუქტურებში; რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში; კერძო (არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კვლევით ცენტრებში) სტრუქტურებში.
სტაჟირება საგანმანათლებლო პროგრამების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, ჩვენ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ ორგანიზაციაში.
გაცვლითი პროგრამები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: sseduhum@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2 800 064 (113)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ
თბილისი, საქართველო, 0131
ოთახი: 302