პროგრამის მიზანი
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
- მოამზადოს კონკურენტურანიანი პრაქტიკოსი ჟურნალისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარები, რათა ადგილობრივ და საერთაშრისო დონეზე თანამედროვე ,ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებით შეძლონ მედიაბაზარზე თავის დამკვიდრება;
- განავითაროს კურსდამთავრებულებში ანალიტიკური და კვლევითი უნარები, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ შეაფასონ რეალური გარემო, კვლევაზე დაფუძნებით განსაზღვრონ ის თემები, რომლის გაშუქებაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის
- მოამზადოს კურსდმათვრებულები, რომლებიც მედიაბაზრის ცვალდებად გარემოში შექმნიან და გაავრცელებენ მედია-პლატფორმებზე ჟურნალისტურ პროდუქციას საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რითაც წვლილს შეიტანენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშნებელობაში.
პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე. აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უნდა ჩააბაროს უცხო ენებიდან ერთ-ერთი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება. სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ პირმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გაიროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
- პირებს, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის
- კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა.
- ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტები.
დასაქმების სფერო
- კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
- სამაუწყებლო (რადიო და ტელევიზია) კომპანიები;
- ბეჭდური და ონლაინ მედია კომპანიები (ვებპორტალები);
- მედიაჰოლდინგები;
- საინფორმაციო სააგენტოები;
- სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურები;
- საჯარო სამსახურის სტრუქტურები;
- კონსალტინგური და სარეკლამო კომპანიები;
- სარეკლამო კომპანიები და სხვა ნებისმიერი ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ჟურნალისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.
სწავლის საფასური
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3990 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია : ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლების ენა : ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი
ელ-ფოსტა: mmemanishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2800 064 (134)
ოთახი: A404