საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) (ქართულენოვანი)

პროგრამის აღწერა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს  მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთნ ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტარტეგიებით მოახდინონ გავლენა ადამიანების აზრებსა და ქცევაზე, ჩამოაყალიბოს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასოს საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშავონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და  კამპანიები.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული).  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

 

დასაქმების სფერო

საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში – საზოგადოებასთან ურთიერთობისა თუ სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე მარკეტინგული კომუნიკაციისა და რეკლამისა ან/და მედიის მიმართულებით.

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5190 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 180 ECTS კრედიტი (3 წელი)

 

პროგრამა