ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი)

პროგრამის აღწერა

ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, ერთადერთი საქართველოში, შეისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ სასწავლო კომპონენტებზე დაყრდნობით: XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურა, ამერიკის პოლიტიკის ისტორია (XX საუკუნე), ამერიკული ეთნოსი. ეს არის საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს ინგლისურ ენაზე.

ამერიკაში 60-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ, ვიეტნამის ომმა და ქალთა მოძრაობამ გამოიწვია კულტურული დაძაბულობა. ამ მოვლენების საპასუხოდ დემოკრატიულმა ამერიკისმცოდნეობის პროგრამამ თავისი კვლევის არეალი გააფართოვა, დაარღვია დისციპლინარული საზღვრები და გზა გაუხსნა მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ პროგრამას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი პროგრამა არის მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული.

 

ძლიერი მხარეები

პროგრამის მიზანია სტუდენტებს გაუღრმაოს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა ამერიკული საზოგადოების ფორმირების შესახებ, უკეთ გაითავისონ ზესახელმწიფოს განვითარების და ამერიკული ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ასპექტები და ასახონ ისინი თეორიულად თავიანთ კვლევებში.

პროგრამის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ მულტიდისციპლინარულობა საშუალებას აძლევს მკვლევრებს აირჩიონ საკვლევი თემა ამერიკისმცოდნეობის ნებისმიერი სფეროდან: ამერიკის ისტორია, კულტურა, მედია, გეოგრაფია, პოლიტიკა, განათლება, ეთნოსი, პოპულარული კულტურა, ქალთა საკითხები, მულტიკულტურული სწავლება, ხელოვნება და სხვა. აქედან გამომდინარე, დოქტორანტების მიერ ინგლისურ ენაზე დაცული დისერტაციები გამოირჩევა უდიდესი მრავალფეროვნებით და შესრულების მაღალი სტანდარტით, რასაც განაპირობებს ოფიციალური ამერიკელი თანახელმძღვანელის, ან ოპონენტის დანიშვნის პროგრამის აუცილებელი მოთხოვნა.

პროგრამას ამჟამად მომზადებული ჰყავს 21 მაღალკვალიფიციური ამერიკანისტი დოქტორი, რომლებიც პროფესორების რანგში ლექციებს კითხულობენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. პროგრამა უმაღლეს დონეზეა შეფასებული ამერიკისმცოდნეობის დიდი გამოცდილების მქონე ამერიკელი სფეროს დამფუძნებლების მიერ: ბერნარდ მერგენი, რობერტ გროსი, ბრიუს არნოლდი, ხოაკიმ ფაუსტი.

 

კარიერული შესაძლებლობები

უნივერსიტეტის ლექტორი, დიპლომატიური სარბიელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები, ამერიკული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები, გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, ინგლისური ენის სპეციალისტი, თარჯიმანი.

 

მიღება

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას C1 დონეზე, რომელიც დადასტურებულია ერთ-ერთი საერთაშორისო სერტიფიკატით ან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით. კანდიდატს შეუძლია ჩააბაროს შესაბამისი დონის გამოცდა IBSU-ში. საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის კანდიდატებმა უნდა წარადგინონ კვლევის გეგმა და დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრისგან შედგენილი კომისიადა გაიაროს ინტერვიუ / ზეპირი პრეზენტაცია ამავე კომისიის წინაშე.
  2. თუ სერტიფიკატით/გამოცდით არ დასტურდება ინგლისური ენის ცოდნის C1 დონე, მაგრამ კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონე შეიძლება შეფასდეს როგორც უფრო მაღალი ვიდრე B2 დონე და კანდიდატი ამჟღავნებს ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს კვლევის გეგმის განხილვისას, რომლის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრისგან შედგენილი კომისია, როგორც გამონაკლისი, კანდიდატს შეიძლება მიეცეს უფლება კომისიის წინაშე გაიაროს ზეპირი ინტერვიუ ინგლისურ ენაში და დადებითი შეფასების შემთხვევაში დაშვებული იქნას პროგრამაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3540 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 დოლარი

თუ ხარ IBSU– დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:

  • IELTS-ის მინიმალური ქულა 7,5, CAE, CPE – ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებისათვის;

 

სპეციალური მოთხოვნა

ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე  არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.

მისანიჭებელი ხარისხი:  ამერიკისმცოდნეობის დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (140)
პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი

ოთახი:  A302

 

პროგრამა