ელ-ფოსტა: akavadze@ibsu.edu.ge
2014 წლის იანვრიდან ამირან კავაძე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აფილირებულ პროფესორად. აკადემიურ კარიერამდე ორი ათეული წლის განმავლობაში (1992-2011 წწ.) იგი მოღვაწეობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში – იკავებდა საგარეო პოლიტიკური უწყების საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი წარმომადგენლის ასევე შვეიცარიაში, წმინდა საყდართან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ძირითადად მოიცავს თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზს, ტრადაციული და თანამედროვე დიპლომატიას, აგრეთვე ევროინტეგრაციის პროცესების შესწავლას. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი და სტატია.
|