ელ-ფოსტა: tshioshvili@ibsu.edu.ge
პროფესორი დოქტორი თამარ შიოშვილი – განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი 2006 წლიდან, 2002 წლიდან ამერიკისმცოდნეობის პროგრამების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მას შემდეგ რაც შტატებში გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამები – (“ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინი, საერთაშორისო ვიზიტორი) და “ფულბრაიტის მკვლევარი” (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ვაშინგტონში).
დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია ინგლისური ენის ლექსიკოლოგიაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტამდე 18 წელი მუშაობდა თბილისის უცხო ენათა და კულტურის უნივერსიტეტში, ახლანდელი ილიაუნი, რომანულ-გერმანიკული ფილოლოგიის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ინგლისური ენის ლექსიკოლოგიას, ინგლისური ენის თეორიულ გრამატიკას, ინგლისური ენის თეორიულ ფონეტიკას. გამოქვეყნებული აქვს 62 პუბლიკაცია, დაწერილი აქვს წიგნი “ამერიკის კულტურა და საზოგადოება”, რასაც დღემდე კითხულობს ბაკლავრიატის პროგრამის მესამე კურსზე. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში – ბარსელონა, ესპანეთი; ნიუ-იორკი – აშშ. აქვს გავლილი სტაჟირება ლიძის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|