თეა ჭუმბურიძე

ელ-ფოსტა: tchumburidze@ibsu.edu.ge

აფილ. ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ სადოქტორო დისერტაცია ამერიკის ისტორიის სფეროში დაიცვა 2017 წელს; 2019 წლიდან დღემდე იკავებს აფილირებული ასოც. პროფესორის პოზიციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო სტატია, როგორც ადგილობრივ რეფერირებად, ისე საერთაშორისო ინდექსირებად, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

2023 წელს Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წაიკითხა სალექციო კურსი ბაკალავრიატის საფეხურზე ვროცლავის უნივერსიტეტში, (პოლონეთი) ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ.

2023 წელს მონაწილეობა მიიღო და წარმოადგინა მოხსენება საბერძნეთში ქ. ათენში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის მონაცემთა ბაზაში.

ასოც. პროფ. თეა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით 2024 წლის დეკემბერში დაცულ იქნა დისერტაცია თემაზე:”The Impact of American Diplomacy in Maintaining the Sustainability of Democracy in Georgia (1992-2022) (The Case of the American Embassy in Tbilisi)”

 ამჟამად იგი ხელმძღვანელობს სამ სადოქტორო ნაშრომს.

კვლევის სფერო: ამერიკის ისტორია, პოლიტიკის ისტორია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები