საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ დინამიურ გარემოს სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორების მეშვეობით, პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსსა და კონსტრუქციულ დებატებში ჩართულობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი და გამოარჩევს ფოკუსირება საქართველოზე, მის სამეზობლოსა და საგარეო პოლიტიკაზე. საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხების სწავლებაზე ორიენტირებული სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან არჩევით კურსებს, რომელთა საშუალებითაც მაგისტრანტებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველ სფეროებში.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში და ა.შ. ამასთან, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა სადოქტორო პროგრამაზე და გაზარდოს საკუთარი კვალიფიკაცია ორიგინალური სამეცნიერო კვლევის განხორციელების საშუალებით.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
გაითვალისწინეთ!
წარმოსადგენი დოკუმენტები:
მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge
ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/x8oWgozzUNP1tdjc9
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ჩარიცხვის წესი იხილეთ ბმულზე: https://ibsu.edu.ge/iro/home/
ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 2900 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი
მისანიჭებელი ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
პროგრამის თანახელმძღვანელი: დოქტორი ბაია ივანეიშვილი
ელ-ფოსტა: bivaneishvili@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2 800 064 (172)
ოთახი: A304