ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)

პროგრამის აღწერა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები ერთადერთი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად გახსნილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკისადმი სტუდენტების განსაკუთრებულმა დაინტერესებამ გვიბიძგა შეგვექმნა სამაგისტრო პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობებში. აღნიშნული პროგრამა ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ საბაკალავრო პროგრამის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, რამეთუ იგი აღრმავებს სტუდენტების ცოდნას ამერიკის ისტორიაში, პოლიტიკაში, ამერიკის კულტურასა და საზოგადოებაში, უზრუნველყოფს ამერიკის უნიკალურ ემიგრაციულ წარსულთან დაკავშირებულ აშშ-ს საშინაო და საგარეო საკითხების ფუნდამენტალურ შესწავლას.

 

ძლიერი მხარეები

პროგრამა ეფუძნება გამოცდილ კონცეფტუალურ ჩარჩოს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ამერიკის პოლიტიკის სხვადასხვა წყაროები. პროგრამის სასწავლო კურსები ორიენტირებულია თანამედროვე საკითხებზე, დებატებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ამერიკის ისტორიის კონტექსტში.

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს საშუალება დაინახონ და გაანალიზონ ის ძალები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უწყვეტობას, თანამიმდევრობასა და ცვლილებებს. სწორედ კონცეპტუალურ, თეორიულ და ისტორიულ კომპონენტებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები ეხმარება მკვლევარებს აწარმოონ საფუძვლიანი თეორიული კვლევა ამერიკის საგარეო ურთიერთობებში.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკულ ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, კულტურის და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, პარლამენტში, ისტორიის მუზეუმში, არქივში, უნივერსიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.

 

დასაქმება

საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამერიკის განყოფილება), რეინტეგრაციის სამინისტრო, ამერიკული ორგანიზაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები, კულტურის დეპარტამენტები, პარლამენტი, ისტორიის მუზეუმი, არქივი, უცხოეთთან ურთიერთობის კომიტეტები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები

 

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • გამოცდა (ინტერვიუ) პროგრამის განმხორციელებელ ენაზე;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით/სერტიფიკატით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა.

გაითვალისწინეთ!

  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, აქვს უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან საბაკალავრო დიპლომით უდასტურდება B2 დონის ცოდნა;
  • ინტერვიუზე მიღებული თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში, მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკაციის ფორმა
  • 2 ფოტოსურათი (3X4) (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო)
  • უმაღლესი განათლების უცხო ქვეყნაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი)
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში)
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი

მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/x8oWgozzUNP1tdjc9

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/home/

მისანიჭებელი ხარისხი: ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

სწავლის საფასური

ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის2900 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის4500 აშშ დოლარი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძთვანელი: თეა ჭუმბურიძე
ელ-ფოსტა: tchumburidze@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2 800 064 (150)
ოთახი: A303

 

პროგრამა