• 12/11/2019

    David Dundua – Why IBSU?

    https://www.youtube.com/watch?v=y5tJ5BbO6dQ
    • 01/07/2019

    დაფინანსებული პროექტი ახალგაზრდებისთვის

    ბოლესლაუ კომინეკის ევროპული ახალგაზრდული ფორუმი აცხადებს მონაწილეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც გაიმართება 13-16 სექტემბერს პოლონეთში და ბელგიაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აპლიკაციის განაცხადი( Kominek Forum 2019 ) და მონაწილეობის პირობები (Terms and conditions) .

    • 25/06/2019

    შიდა მობილობის ვადები

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები შემდეგი თანმიმდევრობით: 2019 წლის 21 ივნისი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა; 2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია; 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის

    • 18/06/2019

    საზაფხულო სკოლა 2019 ანგლო-ამერიკული კულტურა

    17-21 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისთვის იმართება ,,საზაფხულო სკოლა 2019 – ანგლო-ამერიკული კულტურა’’. თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში და გეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს. პროექტში მონაწილეობა უფასოა და მისი მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ანგლო-ამერიკული კონტექსტის

    • 30/05/2019

    სემინარი თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“

    29 მაისს პროფესორმა მაიკლ ლუკენმა გამართა სემინარი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებთან თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“. პროფესორი მაიკლ ლუკენი არის ფიზიკის და კლიმატის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, ამავე დროს აღნიშნული კურსის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი. სემინარის ფარგლებში მან სტუდენტებს წარუდგინა კურსის ზოგადი გეგმა, შინაარსი, სწავლების მეთოდები და ის ელექტრონული რესურსები,

    • 28/05/2019

    განათლების მეცნირებებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შეხვედრა დამსაქმებლებთან

    27 მაისს შედგა განათლების მეცნირებებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. ნათელა დოღონაძის შეხვედრა კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან. მათ იმსჯელეს პროგრამის მიღწევებსა და განვითარებაზე.  

    • 23/05/2019

    VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

    2019 წლის 18 მაისს გაიმართა VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“. კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკლურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩატარდა და წელს მოიცავდა ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირების და ინტერდისციპლინურ სესიებს. მონაწილეებს, აკადემიური კომისიის წევრებს და

    • 20/05/2019

    გასვლითი ლექცია თემაზე ,,სპორტი და ეროვნული იდენტობები”

    14 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა გასვლითი ლექცია თემაზე ”სპორტი და ეროვნული იდენტობები”. სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს დინამო არენამ უმასპინძლა. შეხვედრა სიმბოლურად ეძღვნებოდა 1981 წლის 13 მაისს თბილისის ”დინამოს” მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებას და ამ მოვლენის ეროვნულ მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისთვის. სტუდენტებისთვის ლექციები გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ისტორიკოსმა დავით

    • 15/05/2019

    იაპონიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიას

    გვსურს გაცნობოთ, რომ იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს სტიპენდიებს მკვლევარის და საბაკალავრო პროგრამებზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. ინფორმაცია 2020 წლის სტიპენდიების შესახებ განთავსებულია იაპონიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე და ასევე საელჩოს ფეისბუქ გვერდზეც (https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/cultureandinformation20180207.html ). საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 7 ივნისი. (https://bit.ly/2vhYCPl) ინფორმაცია ასევე განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საიტზე. (https://bit.ly/2HitTHF) დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს კულტურის განყოფილებას.