• 15/05/2019

    თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კონფერენცია ინგლისურ ენაზე

    13 მაისს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზება  მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მასწავლებლისა და ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პრეზენტაციები წარედგინათ ინგლისურ ენაზე.  

    • 15/05/2019

    მე-7 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია

    2019 წლის 7 მაისს, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას ; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ.    

    • 14/05/2019

    მე-9 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე (IRCEELT 2019)

    2019 წლის 3-4 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT), რომელიც ეძღვნებოდა განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად,

    • 19/04/2019

    კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად ზრდასრულთა განათლების თემაზე

    ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა (ფორმალური და არაფორმალური) განათლების შესახებ. კონკურსში განსახილველად მიიღება 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე), ბლოგი, ტელე-რადიო სიუჟეტი, რეპორტაჟი ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: “საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები”. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 ნოემბერი. კონკურსში გამარჯვებულისთვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო – 1000 ლარი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსომასალები მოგვაწოდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge  მოცემულ ბმულზე იხილავთ სრულ განაცხადს- https://jobs.ge/?view=jobs&id=212117

    • 11/04/2019

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პოლიტიკის მეცნიერების დარგში. სტიპენდია გადაეცემა მაგისტრატურის ერთ სტუდენტს 150 ლარის, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტს 100 ლარის ოდენობით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. სტიპენდიის მინიჭების მსურველებმა უნდა წარადგინონ დანართში მითითებული დოკუმენტები. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო

    • 08/04/2019

    სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის, მე-9 ნაკადი

    6-7 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი ,, სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 200-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ. პროექტის ძირითადი მიზანია, დააინტერესოს ბავშვები სოციალური მეცნიერებებით, მაგალითად, როგორიცაა : ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა. მისცეს მათ შანსი, წინასწარ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ. ასევე, გამოიმუშავონ შემდეგი უნარ-ჩვევები:

    • 04/04/2019

    მე-7 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია

    განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას გამართავს; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 7 მაისს, 14.00 საათზე, A101 საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას, A-302 ოთახში.

    • 03/04/2019

    გერმანელი სტუმრების ვიზიტი იბსუ-ში

    2019 წლის 10 აპრილს, 10:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის ორი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები. სასტუმროების დასახელებებია: Bauer Korl’s Golchner Hof (https://www.golchenerhof.de/) Familien Wellness Hotel Seeklause (https://www.hotel-seeklause.de/) მეორე სასტუმრო არის სწორედ ის საწარმო, რომელშიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას (ზაფხულის პერიოდში). აუცილებელია, შერჩეული სტუდენტები დაესწრონ შეხვედრას და გაიცნონ თავიანთი მომავალი დამსაქმებლები. სტუდენტებთან

    • 03/04/2019

    ESC-ის მოხალისეობრივი საქმიანობა იტალიაში

    ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.