სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
    • 04/04/2019

    მე-7 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია

    განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას გამართავს; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 7 მაისს, 14.00 საათზე, A101 საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას, A-302 ოთახში.

    • 03/04/2019

    გერმანელი სტუმრების ვიზიტი იბსუ-ში

    2019 წლის 10 აპრილს, 10:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის ორი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები. სასტუმროების დასახელებებია: Bauer Korl’s Golchner Hof (https://www.golchenerhof.de/) Familien Wellness Hotel Seeklause (https://www.hotel-seeklause.de/) მეორე სასტუმრო არის სწორედ ის საწარმო, რომელშიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას (ზაფხულის პერიოდში). აუცილებელია, შერჩეული სტუდენტები დაესწრონ შეხვედრას და გაიცნონ თავიანთი მომავალი დამსაქმებლები. სტუდენტებთან

    • 03/04/2019

    ESC-ის მოხალისეობრივი საქმიანობა იტალიაში

    ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.  

    • 27/03/2019

    ოლივერ რაისნერის და დავით ჯიშკარიანის მოხსენება თემაზე „ომთაშორისო კავკასია: ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება და გაქრობა“

    22 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა დავით ჯიშკარიანმა თემაზე „ომთაშორისო კავკასია: ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება და გაქრობა“. დავით ჯიშკარიანმა ისაუბრა ამიერკავკასიის ფედერაციის შესახებ, რომელიც 1922-1936 წლებში არსებობდა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთიანი პოლიტიკური წარმონაქმნის სახით საბჭოთა კავშირის

    • 26/03/2019

    კითხვა-პასუხის სესიები გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით

    29 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი გამართავს კითხვა-პასუხის სესიებს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. შეხვედრა ჩატარდება: A – 214 ოთახში, 1 დან 3  საათამდე.  

    • 25/03/2019

    გატყობინებთ „სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

    გატყობინებთ „სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ: სტუდენტი ვალდებულია გამოცდ(ებ)ის გაცდენის საპატიო მიზეზი დაადასტუროს, ფაკულტეტის/სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტის საბჭოსთვის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის გზით: ა) ცნობა იმის თაობაზე, რომ გადიოდა გეგმიურ/გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას; ბ) კომპონენტის გამოცდა ემთხვევა სხვა კომპონენტის გამოცდის დროს; გ) ცნობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურების თაობაზე; დ) ცნობა საქმიანი მივლინების